,,არა პოლიციელების თვითნებობას,, ,,არა ადვოკატების დევნას,, ,,სოლიდარობა ადვოკატ შოთა თუთბერიძეს,,-დღეს ქუთაისში ადვოკატების საპროტესტო აქცია გაიმართა. ადვოკატებმა სოლიდარობა კოლეგას გამოუცხადეს, რომელსაც, როგორც განაცხადეს, არ მისცეს მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან კომუნიკაციის უფლება და რამდენიმე საათით დააკავეს კიდეც. ფაქტი მიმდინარე წლის 8 თებერვალს მოხდა.
,,ვაპროტესტებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი კოლეგა ფაქტობრივად დაკავებული იყო პოლიციის მიერ და არ მიეცა უფლება განეხორციელებინა თავისი საქმიანობა.,,-განაცხადა ადვოკატმა დალი სულაქველიძემ.
,,ჩვენი კოლეგა ადვოკატი თავისი საადვოკატო მოვალეობის შესრულების დროს.მას ხელი შეეშალა საპატრულოს პოლიციელების მიერ და არ მიეცა დაცვის განხორციელების უფლება.უშუალოდ ჩვენს კოლეგას აღუკვეთეს თავისუფლება და არ მიეცა გადაადგილების შესაძლებლობა. მას ვუცხადებთ სოლიდარობას.,, განაცხადა ადვოკატმა რიონი ჭეიშვილმა.