ქუთაისელი გოგონა,რომელსაც ეძებდნენ,გარდაცვლილი იპოვეს.
ცხედარი ფოთში მდინარე რიონზე გამორიყა.
ოჯახის წევრებმა 20 წლის ნინიკო გიორგაძე ამოიცნეს.გოგონას 26 ივნისიდან ეძებდნენ.
ფოტო-ტელეკომპანია ,,მეცხრე ტალღა,,
ქუთაისელი გოგონა,რომელსაც ეძებდნენ,გარდაცვლილი იპოვეს.
ცხედარი ფოთში მდინარე რიონზე გამორიყა.
ოჯახის წევრებმა 20 წლის ნინიკო გიორგაძე ამოიცნეს.გოგონას 26 ივნისიდან ეძებდნენ.
ფოტო-ტელეკომპანია ,,მეცხრე ტალღა,,
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში სოფელ ლიჩიდან სოფელ ნადაბურამდე (ცენტრალურ მაგისტრალამდე) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტით გათვალისწინებულია, სოფლ ლიჩიდან სოფელ ნადაბურამდე 8.8 კმ-იანი საავტომობილო გზისა და მასზე არსებული ორი სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია და მდინარე ძირულაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ცემენტ-ბეტონის გზა, გვერდულები, კიუვეტები, გაბიონის ქვედა საყრდენი კედლები, მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. ასევე, გათვალისწინებულია რეაბილიტირებული გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, სავალი ნაწილის მონიშვნა და ზღუდარებით შემოფარგვლა.
პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9.87 მლნ. ლარით ფინანსდება და მისი დასრულება 2024 წლის ნოემბერში იგეგმება.
7 ივლისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 4 ივლისს დასავლეთ, ხოლო 5-6 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +33, +38 გრადუსამდე მოიმატებს.
ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 ივლისს დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 5-6 ივლისს +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 4 ივლისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31,+33 გრადუსი იქნება. 5 ივლისს დღის ბოლოს და 6 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 4 ივლისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს. 5 ივლისს დღის ბოლოს და 6 ივლისს ზოგან გაწვიმდება, ტემპერატურაც +28, +30 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 4-5ივლისს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 6 ივლისს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 4 ივლისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 5 ივლისს დღის ბოლოს და 6 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 4 ივლისს დღისით +33, +35 გრადუსი იქნება, ხოლო 5-6 ივლისს +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 4 ივლისს დღისით +33, +35 გრადუსი იქნება, ხოლო 5-6 ივლისს +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გელათის მონასტერში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია ინფორმაციას ავრცელებს.
გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარზე 40 მეტრიანი მეტალის კონსტრუქციის ერთიანი დროებითი გადახურვის აგების სამუშაოებთან დაკავშირებით ტერიტორიაზე შრომითი უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმი წესდება.
გელათის სამონასტრო კომპლექსში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო ფაზაში გადადის. ტაძრის პერიმეტრზე უკვე განთავსდა რკინაბეტონის ფილები, რომლებიც დროებითი გადახურვის კონსტრუქციისათვის ფუნდამენტის ფუნქციას შეასრულებენ, ხოლო გერმანული კომპანიის „ლეიერი“ -ს მხარის მიერ უშუალოდ სპეციალურად გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი გადახურვისთვისთვის დამზადებული მეტალის კონსტრუქციები ორიოდ დღეში ადგილზე იქნება. კონსტრუქციის აგების სამუშაოებს, ასევე, სათანადო გამოცდილების მქონე გერმანული კომპანია „ქუადრექსი“ ასრულებს.
ზემოხსენებულ უმნიშვნელოვანეს სამუშაოებთან დაკავშირებით, გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, მიმდინარე წლის 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე, გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შრომითი უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმი წესდება, რაც მომლოცველებისა და სტუმრებისათვის, მათივე უსაფრთხოების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ტერიტორიის ზემოაღნიშნული ვადით დახურვას გულისხმობს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ,2 ივლისს დაიწყება. პირველი გამოცდა ქართული ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება . ქუთაისში…
ოთხშაბათი ივლისი 01
In საზოგადოებაა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის - ნ. გაბუნიას სახელობის #4…
სამშაბათი ივნისი 30
In კულტურაქუთაისის „ტორპედო“ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ფინალშია. ფინალი 1 ივლისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე…
სამშაბათი ივნისი 30
In სპორტიერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის საათები იცვლება. 2 -დან 24 ივლისის ჩათვლით…
სამშაბათი ივნისი 30
In საზოგადოებაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში, იმერეთსა და ქვემო-ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა გარემოს დაცვისა და…
სამშაბათი ივნისი 30
In საზოგადოებაერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ,2 ივლისს დაიწყება. პირველი გამოცდა ქართული ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება . ქუთაისში…
ოთხშაბათი ივლისი 01
In საზოგადოებაერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის საათები იცვლება. 2 -დან 24 ივლისის ჩათვლით…
სამშაბათი ივნისი 30
In საზოგადოებაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში, იმერეთსა და ქვემო-ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა გარემოს დაცვისა და…
სამშაბათი ივნისი 30
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების…
ორშაბათი ივნისი 29
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს. ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26…
კვირა ივნისი 28
In საზოგადოება