ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება .მორიგი საპროტესტო მსვლელობა დღეს, 18:00 საათზე იგეგმება . ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელობა ცენტრალური მოედნიდან დაიწყება
ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება .მორიგი საპროტესტო მსვლელობა დღეს, 18:00 საათზე იგეგმება . ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელობა ცენტრალური მოედნიდან დაიწყება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,6 მაისის დღის ბოლოდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
,,დაბრუნებულების პროტესტი სახლში,,-დღეს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მორიგი აქცია ამ სლოგანით იგეგმება.შეკრებილები კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ პოზიციას-არა რუსულ კანონს და რუსეთს .
,,დღეს, 3 მაისს წითელი პარასკევია. ყველაზე მძიმე დღე ქრისტიანული სამყაროსთვის. მაგრამ, ამავდროულად, აღდგომის ბრწყინვალების მომასწავებელი.
ქალაქში უამრავი ადამიანი ბრუნდება აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნად, რადგან ეს ქალაქი მათია. მათ სურთ პროტესტის ხმა აქ, თავიანთ სახლში ისმოდეს ხმამაღლა და მკაფიოდ.
შემოგვიერთდით, - ქუთაისი, ცენტრალური მოედანი, 19:00 საათი.
ჩვენ, საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის ბედს თავად ვწყვეტთ. პირველ რიგში, ჩვენი ქალაქისა.
ერთობით აუცილებლად გაიმარჯვებს სიკეთე ბოროტებაზე.,,-აცხადებენ ორგანიზატორები.
მოსალოდნელი უამინდობის გამო, გარკვეული ცვლილება შევიდა „ქუთაისქალაქობის“ ფარგლებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ამინდის პროგნოზის მიხედვით, ნავარაუდებია ძლიერი წვიმა, ქარი და ელჭექი.
აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, დღის მეორე ნახევარში, ღია ცის ქვეშ დაგეგმილი ღონისძიებები აღარ გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
2 მაისს ქუთაისში „ ქუთაისქალაქობა“ აღინიშნება. დღე დაიწყო ქუთაისის დალოცვით. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ბაგრატის ტაძარში შეკრებილ ადამიანებს „ქუთაისობა“ მიულოცა. ქალაქის დალოცვის ცერემონიას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ჩოხოსნები.
️„ქუთაისქალაქობის“ აღნიშვნა „სამი ოთარის“ ძეგლთან გაგრძელდა.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ოთარ სულაბერიძის, ოთარ მამფორიას და ოთარ ქორქიას ხსოვნას.
„ქუთაისქალაქობა 2024-ს“ ვულოცავ ჩვენს თანაქალაქელებს, ვულოცავ ყველას, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი და ყოველ 2 მაისს ქუთაისისკენ მოისწრაფვის!
️სავარდო და სამაისო ქუთაისის დღეა 2 მაისი. ამ დღეს ყველაზე ლამაზია, ყველაზე ლაღი და მიმზიდველი. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, ვისი ძალისხმევითაც ქუთაისის ყოველი ახალი დღე წინაზე უკეთესია!
წელსაც, როგორც ყოველთვის, „ქუთაისქალაქობა“ დავიწყეთ ქალაქის დალოცვით, პატივი მივაგეთ სამი გამორჩეული ქუთაისელის, სამი ოთარის ხსოვნას. სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიდნენ ქუთაისის ღირსეულ ისტორიას და მაგალითს აძლევდნენ მომავალ თაობებს.
მშვიდობიან, სიყვარულით და სიხარულით სავსე დღეებს გისურვებთ!“ -განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ამ წუთებში ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები თბილისში ,აქციაზე მიმდინარე პროცესებს თვალს დამონტაჟებულ ეკრანზე ადევნებენ.
მონაწილეები რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღებას და თბილისში დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას გმობენ.
ფოტო-აკაკი საღინაძე
იმერეთის სამოქალაქო საზოგადოება ქუთაისში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ვრცელი განცხადებით ეხმაურება. ,,ქუთაისის…
სამშაბათი აპრილი 07
In საზოგადოება8 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან…
სამშაბათი აპრილი 07
In საზოგადოება3-4 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი…
სამშაბათი აპრილი 07
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მარტიდან 31…
სამშაბათი აპრილი 07
In საზოგადოებამართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძრებში ამ დღეს სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება. ხარება ერთ-ერთი…
სამშაბათი აპრილი 07
In რელიგიაიმერეთის სამოქალაქო საზოგადოება ქუთაისში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ვრცელი განცხადებით ეხმაურება. ,,ქუთაისის…
სამშაბათი აპრილი 07
In საზოგადოება8 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან…
სამშაბათი აპრილი 07
In საზოგადოება3-4 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი…
სამშაბათი აპრილი 07
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მარტიდან 31…
სამშაბათი აპრილი 07
In საზოგადოებაქუთაისში , 2008 წლის აგვისტოს ომის მემორიალზე გაკეთებული წარწერა- ,,8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი,,…
ორშაბათი აპრილი 06
In საზოგადოება