12 სექტემბრის დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება.
12 სექტემბრის დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება.
ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის კედელზე ,,ქართული ოცნების,, მხარდამჭერი პლაკატები გააკრეს.შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.
,,ეს არის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა. შენობა რომელიც შეტანილია კულტურული მემკვიდრეობათა ნუსხაში. მსგავსი ტიპის შენობებზე პოსტერების,პლაკატების გაკვრა განთავსება დასჯადია კანონით. რათქმაუნდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არა.
სამაგიეროდ როდესაც ანტი საოკუპაციო და რუსული კანონის წინააღმდეგ გაკრული პოსტერებს ქართული ოცნება ხედავდა ბოძებზეც კი მყისიერი რიაგირებით აჯარიმებდა ახალგაზრდებს.,,-წერს გიორგი კილაძე, "კოალაცია ცვლილებისთვის- გვარამია, მელია, გირჩი, დროა"
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და იმერეთში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათში , მოქალაქეს საკარმიდამო ნაკვეთის ტერიტორიაზე უკანონოდ ჰქონდა მოწყობილი ცირკული ტიპის სახერხი საამქრო. ტერიტორიიდან ამოღებულია წიწვოვანი სახეობის 2 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი დალუქულია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში. მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე - 18 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი.
ვინაიდან ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 10-11 სექტემბერს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 12 სექტემბერს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +34 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33,+35 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები 11 სექტემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ შეკრებას აანონსებენ და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
მე-9 დღეა, რაც შუქრუთში ხუთმა ადგილობრივმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.
პროტესტის მონაწილე მაღაროელები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” 2019-2021 წლის პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვენ.
ისინი ცენტრალურ მთავრობას პრობლემის მოგვარებაში დახმარებას თხოვენ.
შუქრუთში დღეს პროტესტის 181-ე დღეა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში აქციის 180-ე და შიმშილობის მერვე დღეა.პროტესტის უკიდურეს ფორმას უკვე ხუთმა ადგილობრივმა მიმართა.სოფლის მაცხოვრებლები პრობლემის გადაჭრაში ცენტრალური მთავრობის ჩართულობას ითხოვენ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კოროხნალისა და შუქრუთის მაღაროების შესასვლელთან, აქცია უკვე მეექვსე თვეა იმართება. სოფელ შუქრუთში მცხოვრები 35-მდე ოჯახის წარმომადგენლები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ და ღამეს კარავში ათევენ.
აქციის მონაწილეებს პიკეტირებული აქვთ მაღაროს შესასვლელი და 14 მარტის შემდეგ, კომპანიას წიაღისეულის მოპოვების შესაძლებლობას არ აძლევენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ,2 ივლისს დაიწყება. პირველი გამოცდა ქართული ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება . ქუთაისში…
ოთხშაბათი ივლისი 01
In საზოგადოებაა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის - ნ. გაბუნიას სახელობის #4…
სამშაბათი ივნისი 30
In კულტურაქუთაისის „ტორპედო“ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ფინალშია. ფინალი 1 ივლისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე…
სამშაბათი ივნისი 30
In სპორტიერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის საათები იცვლება. 2 -დან 24 ივლისის ჩათვლით…
სამშაბათი ივნისი 30
In საზოგადოებაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში, იმერეთსა და ქვემო-ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა გარემოს დაცვისა და…
სამშაბათი ივნისი 30
In საზოგადოებაერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ,2 ივლისს დაიწყება. პირველი გამოცდა ქართული ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება . ქუთაისში…
ოთხშაბათი ივლისი 01
In საზოგადოებაერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის საათები იცვლება. 2 -დან 24 ივლისის ჩათვლით…
სამშაბათი ივნისი 30
In საზოგადოებაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში, იმერეთსა და ქვემო-ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა გარემოს დაცვისა და…
სამშაბათი ივნისი 30
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების…
ორშაბათი ივნისი 29
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს. ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26…
კვირა ივნისი 28
In საზოგადოება