,,ჩვენ ერთად გადმოვცურავთ ზღვას,,-ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი ქუთაისში.
საპროტესტო წარმოდგენანქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 8 თებერვალს, 19 საათზე გაიმართება.
,,ჩვენ ერთად გადმოვცურავთ ზღვას,,-ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი ქუთაისში.
საპროტესტო წარმოდგენანქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 8 თებერვალს, 19 საათზე გაიმართება.
,,ემიგრანტების ოჯახების მარში" ქუთაისში ხვალ გაიმართება.
საღამოს 18:00 საათიდან შეკრება თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და ცენტრალურ მოედანზე დასრულდება.
,,თუ რომელიმე ქალაქმა იცის რას ნიშნავს ემიგრანტი, ეს ქუთაისია.
წლებია ამ ქალაქიდან ადამიანები მიდიან,მიდიან შორს...
მენატრება ჩემი წასული მეგობრები და მომემანატრება ყველა ვინც დღეს მიდის ან ხვალ.
არ მინდა ეს ქალაქი დავტოვო!
ყველა მონატრება მინდა დავივიწყო!
ყველა ჩემოდანი მინდა ამოვალაგო!
ყველა მინდა სახლში დავაბრუნო!
შვილები მშობლებს ჩავახუტო!
ემიგრანტებს მივუძღვნათ ეს დღე,ქუთაისიდან.
შემოგვიერთდით, 8 თებერვალს, 18:00საათზე, თეთრი ხიდიდან - მოედნამდე ,,-წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი სოფა საკანდელიძე .
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, იმერეთისა და შიდა ქართლის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს, მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია.
დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და თურქეთის მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „ამფეტამინი“, „სუბოქსინი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში , წყალმომარაგების და წყალარინების სისტემის მშენებლობის მასშტაბური პროექტი დაიწყო.
ამ ეტაპზე ქალაქ ბაღდათში მიმდინარეობს მოკვლევით სამუშაოები და რელიეფის შესწავლა. აქტიური სამუშაოები კი მარტის ბოლოდან განხორციელდება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან და სამშენებლო ორგანიზაცია ამხანაგობა "ჯეითუნი და სმკ"- ს თანამშრომლებთან ერთად, ქალაქ ბაღდათის იმ მოსახლეობას შეხვდნენ, რომელთა კერძო საკუთრებას წყალმომარაგების და წყალარინების სამშენებლო სამუშაოები ესაზღვრება.
შეხვედრაზე მოსახლეობას მერმა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა დეტალურად გააცნეს, პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები
„ კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება გარემოსა და ტურიზმის გაუმჯობესების მიზნით“ ასე ქვია პროექტს, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის და გერმანიის განვითარების ბანკის KFW მხარდაჭერით ახორციელებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქალაქ ბაღდათის და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემის კაპიტალური მშენებლობა განხორციელდება.
სამუშაოები ითვალისწინებს რუდულის და საირმის სათავეების რეაბილიტაციას, გოთიეთში ახალი სათავის მშენებლობას, მაგისტრალის, მილსადენების და მრიცხველების შეცვლას, ახალი მილების მოწყობას, წყალარინების ქსელის კოლექტორის მშენებლობას, მთავარი და მიკრო სატუმბი სადგურის მშენებლობას, თვითმდენი საკანალიზაციო ქსელის და არხების მოწყობას, ბეტონის არხების მშენებლობას.
მშენებლობისას დაზიანებული ასფალტისა და ბეტონის საფარის აღდგენას.
შესრულებული სამუშაოები აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ რეგულაციებს.
აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული თურქული ორგანიზაცია ამხანაგობა „ჯეითუნი სმკ“ განახორციელებს. სამუშაოების ვადა 730 დღით განისაზღვრა და მისი ჯამური ღირებულება 25.943 , 404.16 ევროს შეადგენს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით , მმართველი გუნდი ხვალიდან მუშაობას იწყებს და მალე დაინიცირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.
მისი განმარტებით, კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.
მდინარაძის თქმით, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები.
„მუშაობას დავიწყებთ ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი განუსაზღვრელი დროით აღარ იქნება საზოგადოებრივ მაუწყებელზე საინფორმაციო გამოშვება „მოამბის” წამყვანი. ფაქტს სამართლებრივ შეფასებას აძლევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
,, ეს შემთხვევა არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია, რომელიც არღვევს, არა მარტო, ჟურნალისტის უფლებებს, არამედ, საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია იმ ორგანოსგან, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციით არის აღიარებული.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა საქართველოს კონსტიტუციაში გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, სწორედ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად დევნის მისსავე თანამშრომელს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მოქმედებდეს როგორც საზოგადოების ნდობით აღჭურვილი სუბიექტი, რომელიც საჭირო ინფორმაციას აწვდის საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს. ასევე, ფართოდ აღიარებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ფუნქციონირებდეს პოლიტიკური ჩარევებისგან დამოუკიდებლად. თუმცა, ის ამას ვერ ახერხებს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს საკუთარ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას სახელმწიფო უწყებებისაგან, ის მთლიანად მოქცეულია მმართველი პარტიის პოლიტიკური გავლენების ქვეშ.,,-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ისტორიაში მეოთხედ , ქუთაისის,, ტორპედო,, სუპერთასის გამარჯვებულია. ფინალურ შეხვედრაში ,, ტორპედომ ,, “იბერია 1999” დაამარცხა.…
ოთხშაბათი ივლისი 01
In სპორტიერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ,2 ივლისს დაიწყება. პირველი გამოცდა ქართული ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება . ქუთაისში…
ოთხშაბათი ივლისი 01
In საზოგადოებაა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის - ნ. გაბუნიას სახელობის #4…
სამშაბათი ივნისი 30
In კულტურაქუთაისის „ტორპედო“ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ფინალშია. ფინალი 1 ივლისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე…
სამშაბათი ივნისი 30
In სპორტიერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის საათები იცვლება. 2 -დან 24 ივლისის ჩათვლით…
სამშაბათი ივნისი 30
In საზოგადოებაერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ,2 ივლისს დაიწყება. პირველი გამოცდა ქართული ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება . ქუთაისში…
ოთხშაბათი ივლისი 01
In საზოგადოებაერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის საათები იცვლება. 2 -დან 24 ივლისის ჩათვლით…
სამშაბათი ივნისი 30
In საზოგადოებაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში, იმერეთსა და ქვემო-ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა გარემოს დაცვისა და…
სამშაბათი ივნისი 30
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების…
ორშაბათი ივნისი 29
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს. ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26…
კვირა ივნისი 28
In საზოგადოება