დღეს მუშაობის განახლების უფლება არ მისცეს,, გვირაბი 95-ის,, მოვაჭრეებს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიები პატარა ზომისაა, დისტანციის დაცვას შეძლებენ.მოვაჭრეები ამბობენ, რომ მუშაობის უფლება თუ არ მიეცემათ, ულუკმაპუროდ რჩებიან.
,,ერთი თვეა სახლში ვარ, დიდი ოჯახი მაქვს, 7 სული ვართ, მეტი შემოსავალი არ მაქვს,ვვაჭრობ ზამთრის ფეხსაცმელით, რასაც ახლა თუ გავყიდი, თორე იანვრის ბოლოს აღარვის ენდომება.გთხოვთ ნუ დაგვტოვებთ ულუკმაპუროდ.,, -აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე ხათუნა კაკაურიძე.
,,ჩვენც გვეშინია ეპიდემიის, შეგვიძლია დავიცვათ რეგულაციები, ნუ გაგვაკოტრებთ,,-ამბობს ნანა კვიცარიძე, ,,გვირაბი 95-ის,, თანამშრომელი.
,,მერიიდან ვერავინ ვერ გამცა პასუხი, ვერც ზედამხედველობის სამსახურმა, თუ რატომ არ ვიხსნებით .გახსნილია ობიექტები, რომელთა მაღაზიები 10 ან 15 კვადრატია, სწორედ ამან წარმოქმნა უკმაყოფილება.,, -ამბობს ,,გვირაბი 95 -ის,, დირექტორი ბონდო ბრეგაძე.
კითხვეით რატომ არ გაიხსნა ,,გვირაბი 95,, ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ,სადაც განგვიმარტეს,რომ სავაჭრო დაწესებულება მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.