ქუთაისის საახალწლო მორთულობის ბიუჯეტი140 ათასი ლარით განისაზღვრა. აქედან ქალაქის მთავარი ნაძვის ხისთვის 15 ათასი დაიხარჯება. ქუთაისის მასშტაბით არ გაიმართება არცერთი საზეიმო ღონისძიება, არ იქნება ფოიერვერკიც.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის განმარტებით, წელს ნაძვის ხის დიზაინი ქუთაისის თემატიკიდან გამომდინარე შეირჩა და ბაგრატის ტაძრის არქიტექტურული ორნამენტებით გაფორმდება. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება.