ნოემბერში იმერეთში უკანონო ტყითსარგებლობის 13 ფაქტი გამოვლინდა, ხოლო ჯამში ქვეყნის მასშტაბით 109 ფაქტი დაფიქსირდა.მათ შორის 3 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 294 მ3-მდე ხე-ტყე.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 45 ფაქტი გამოვლინდა კახეთში . ქვემო ქართლში დაფიქსირდა 20 ფაქტი, იმერეთში - 13, სამცხე-ჯავახეთში - 10, შიდა ქართლში - 6, აჭარაშიც -6, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 5, გურიაში - 3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.