ნიკეას ქუჩაზე აღმართული დროშა ისევ დაშვებულია.ინფორმაციას ააიპ ,,ქუთგანათების სერვისი,, ავრცელებს.,,ერთკვირიანი პროგნოზიდან გამომდინარე, ქუთაისში მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო, საქართველოს დროშა დროებით დაშვებული იქნება,,-წერია ააიპის ფეისბუქგვერზე.
47 მეტრიანი დროშის სადგარის მონტაჟისთვის მერიამ ტენდერი 6-ჯერ გამოაცხადა, ქუთაისის ბიუჯეტს კი მისი აღმართვა 65 ათასი ლარი დაუჯდა. დროშა ქარიანი ამინდების გამო რამდენჯერმე უკვე იყო ჩამოხსნილი.