ქუთაისის სპორტის მუზეუმის დამაარსებელი კორონავირუსით გარდაიცვალა.ზურაბ ჯავახაძე ამ დრომდე მუზეუმის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.იყო ქუთაისის საპატიო მოქალაქე .ის ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 10 დღე მკურნალობდა. თანმდევი დაავადებების გამო (შაქრიანი დიაბეტი, გულის და თირკმლის უკმარისობა) ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.ზურაბ ჯავახაძე 40-ამდე წიგნის ავტორია.სპორტის მუზეუმში დაცული 10 ათასი ექსპონატიდან უმეტესობა მისი თაოსნობით არის შეგროვებული.ზურაბ ჯავახაძე 84 წლის იყო.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 83 კოვიდინფიცირებული მკურნალობს,მათგან მძიმეა 4 პაციენტის მდგომარეობა.