ქუთაისის მასშტაბით გაზრდილ პენსიას 35 761 ადამიანი მიიღებს. იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ინფორმაციით, ქუთაისში ასაკით პენსიის მიმღები 35 761 პენსიონერიდან 70 წელს გადაცილებულია 18 067 პირი, ხოლო 60-დან 70 წლამდე კატეგორიის პენსიონერთა რაოდენობა 17 694-ია.
შეგახსენებთ,რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში პენსია მოიმატებს. 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის 25 ლარით და განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.