დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა , რომელიც 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა . მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ პრობლემებზე და დისკრიმინაციაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.
შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს კვლავაც ექმნებათ გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა ტიპის პრობლემები. ეს პრობლემა განსაკუთრებით მძაფრად გდას საქართველოში.
შშმ პირების ნაწილი ამის გამო გამოკეტილია და ვერ ახერხებს საზოგადოებაში ადაპტაციას.
საქართველომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციას 2009 წელს მოაწერა ხელი.