კორონავირუსით საქართველოს მასშტაბით არაერთი მედიკოსი დაინფიცირდა,მათ შორის არიან ექიმები იმერეთშიც .
კოვიდმიმღებ კლინიკაში მომუშავე ერთ_ერთ მედიკოსს ვირუსი 11 დღის წინ დაუდასტურდა,თუმცა ამის მიუხედავად, მუშაობას წესების სრული დაცვით განაგრძობს.ექიმ გიორგი სხილაძის თქმით, მის შემთხვევაში ვირუსი უსიმპტომოდ,მსუბუქად მდინარეობდა.ახალგაზრდა მედიკოსს სრულად გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა პაციენტების წინაშე.ექიმის თქმით, ყველაზე მეტად სასიხარულოა,როცა გამოჯანმრთელებული პაციენტები ტოვებენ კლინიკას.