28 ნოემბრიდან შეზღუდვები მკაცრდება .გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უკვე მიიღო.
ქუთაისში და კიდევ 7 დიდი ქალაქში , სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში, ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება და იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
16 იანვარი - 31 იანვარი - აღდგება, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).შაბათ-კვირას სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.
3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში ცხადდება უქმე/დასვენების დღეები.აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;