გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარისა და გურიის, ასევე დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევები შუახევისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში გამოავლინეს.
სოფლებში, შუბანსა და ტომაშეთში, მოქალაქეებს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზე ჰქონდათ დამონტაჟებული.
სოფელ გედსამანიაში კი მოქალაქეს ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი.
ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მიმდინარე წლის 7 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 1026 ფაქტი, დალუქულია 42 უკანონო სახერხი საამქრო.
