ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერთან, 26, 27 და 28 ივნისს ,,გემოფესტი,, გაიმართება. კულინარიულ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის ღვინო და მრავალფეროვანი სამზარეულო.
ქალაქში ფესტივალისთვის მზადება უკვე დაწყებულია.დაკეტილია თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორია.
ასევე, 27 ივნისს,18:00 საათზე , რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში უელსი - საქართველოს შეხვედრა გაიმართება, რომლის ყურებაც მისულ სტუმრებს გემოფესტზე შეეძლებათ.
