მწვანე ყვავილას ქუჩის მოსახლეობის ნაწილმა დღეს საპროტესტო აქცია გამართა. ჭალის დასახლების მაცხოვრებლები გზის სავალალო მდგომარეობას აპროტესტებენ .ჭალისკენ მიმავალ გზაზე ქვები რამდენიმე თვის წინ ჩამოიშალა, რის შედეგადაც აღნიშნულ მონაკვეთზე მანქანით მოძრაობა აიკრძალა.
მოსახლეობის თქმით, ყოველი წვიმის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება.
,,ჩვენ არ ვითხოვთ ზედმეტს — გვინდა უსაფრთხო გზა, რომლითაც შევძლებთ თავისუფლად გადაადგილებას, ბავშვების სკოლაში გაშვებას და საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების დროულად მიღებას.
მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, დროულად მოახდინონ რეაგირება და დაიწყონ პრობლემის მოგვარება, სანამ ეს ყველაფერი უფრო მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს. ეს არის არა მხოლოდ კომფორტის, არამედ ჩვენი უსაფრთხოების საკითხი.,,-აცხადებს მოსახლეობა.
ჭალის მაცხოვრებლები ითხოვენ ტერიტორია სპეციალისტებმა შეამოწმონ,გატარდეს უსაფრთხოების ღონისძიებები, მოხდეს ფერდობის გამაგრება, დამცავი ინფრასტრუქტურის მოწყობა და გაიწმინდოს გზა.
