თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ახალთერჯოლაში მცხოვრებ ეკატერინე არაბიძეს 103-ე დაბადების დღე მიულოცა.
მუნიციპალიტეტის მერიისგან ეკატერინე არაბიძეს ფულადი დახმარების სახით 1000 ლარი გადაეცემა.
