სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენას განაგრძობს.
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს.
შემოწმებისას დადგინდა, რომ ფიზიკური პირი დ. ფ. (მის: ბაღდათი, სოფელი ვარციხე) სავალდებულო აღიარებისა და ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა ყველს. ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები; დაილუქა საეჭვო წარმომავლობის სურსათი.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების გამოსწორებამდე.
