გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მარტიდან 31 მარტის პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 185 ფაქტი გამოავლინეს.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 151 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 34 - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 32 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2026 წლის მარტში დალუქულია 8 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. ჯამში ამოღებულია 183 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 49 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი - 32, იმერეთი - 30, კახეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი - 10, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 7, გურია - 4, მცხეთა-მთიანეთი - 3.
მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში ქვეყნის მასშტაბით უკვე გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 490 ფაქტი.
