ქუთაისში , 2008 წლის აგვისტოს ომის მემორიალზე გაკეთებული წარწერა- ,,8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი,, მოხსნილია. ფოტო, სადაც მემორიალის კედელზე აღნიშნული წარწერა იყო დატანილი,სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა და საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი გამოიწვია.დღეს დაიგეგმა აქცია,სადაც მემორიალზე ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს დაწერას აპროტესტებდნენ.
,,წაშალეს ის საშინელი წარწერა.თუმცა, ვფიქრობ არ იყო ეს უბრალოდ შეცდომა, ეს იყო ტესტი ქართველი ხალხისთვის, თუ რა რეაქცია ექნებოდათ ამ ახალ ფრაზაზე, ომს დაარქვეს სახელი და უწოდეს "8 აგვისტოს ომის". (აქამდე ასეთი ფრაზა არსად გაჟღერებულა) .
რატომ არ უწოდეს "9 აგვისტოს ომი" ან "12 აგვისტოს ომი"? მნიშვნელოვანია რომ რუსული პროპაგანდის მთავარი ხაზი გადის "ქართველებმა დაიწყეს ომი 8 აგვისტოს" , ამას საეჭვდოდ ემთხვევა ეს ჩვენი "8 აგვისტოს ომი",,-სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე.
რუსეთ-საქართველოს 5 დღიანი ომი, 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. ომს 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 228 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო 2 232 ადამიანი დაშავდა.
