ქუთაისში, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალის რეაბილიტაცია განხორციელდა.სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მიყვა გაკეთებულ წარწერას-,,8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი,,. აქტივისტები ამ წარწერის გაპროტესტებას დღეს, 19:00 საათზე, აქციით აპირებენ. ისინი აცხადებენ,რომ ომი დაიწყო უფრო ადრე,და მემორიალზე დატანილი თარიღი სიმართლეს არ შეესაბამება. აქცია აღმაშენებლის გამზირზე, ფოლკლორის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
,,რას ნიშნავს 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი?სად აწერია წელი,სად აწერია,ვისთან გვქონდა ომი,ან რას ნიშნავს თარიღი 8 აგვისტო?მეომრები დაიღუპნენ მანამდეც და დაიღუპნენ 8 აგვისტოს შემდეგაც.თუ ეს მორიგი მორიგი მოღალატეობრივი გადაწყვეტილებაა, სადაც უნდათ ამ ომს დაარქვან სახელი 8 აგვისტო,რაც პირდაპირ რუსული პროპაგანდის ნაწილია,რომლებიც ამტკიცებენ,რომ ქართველებმა საომარი მოქმედებები დაიწყეს ზუსტად 8 აგვისტოს.,,-აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე.
