საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2025 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
გასულ წელს ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა-ცოცხლად დაბადება - 37 867, გარდაცვალება - 44 319.2025 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა ქ. თბილისში (14 334 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (191 ბავშვი).რაც შეეხება იმერეთს, 4 275 ბავშვი დაიბადა, რაც 2024 წელთან შედარებით 219 ახალშობილით ნაკლებია.
2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 0.8 პროცენტით მეტია და 44 319 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (12 743 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (585 კაცი).იმერეთში 7 197 ადამიანი გარდაიცვალა,რაც 2024 წელთან შედარებით 15-ით ნაკლებია.
