გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში.
სოფლებში, ობჩასა და საწაბლეში მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ დამონტაჟებული. ტერიტორიებიდან ამოღებულია 1 ერთეული მურყანის (თხმელა) და 6 ერთეული „წითელი ნუსხის“ წაბლის სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2025 წლის განმავლობაში, მხოლოდ იმერეთში უკანონო ტყითსაგებლობის 245 ფაქტია გამოვლენილი. დალუქულია - 20 უკანონო სახერხი საამქრო.
