დღეს, 28 თებერვალს ჭიათურაში უწყვეტი სოციალური პროტესტის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა.
დღეს მაღაროელთა ქალაქში საპროტესტო აქცია იგეგმება.14:00 საათზე მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრება დაიწყება.
,,არჩევანი ისევ ისეთია: ერთად დგომა, ან დუმილი.ჭიათურა დღეს სოციალური პროტესტის ეპიცენტრია. აქ წყდება, იქნება თუ არა დაცული ღირსეული შრომის და ცხოვრების უფლება.
ჩადექი საერთო სოლიდარობის ჯაჭვში.დადექი ეპიცენტრში.,,-აცხადებენ ორგანიზატორები .
