სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ზესტაფონსა და საჩხერეში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ინდმეწარმეები თ. გ. (მის: სოფ. ცხრაწყარო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) და ი. ზ. (მის: სოფ. ჭალა, საჩხერის მუნიციპალიტეტი) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდნენ ფრინველს.
ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები; ი. ზ.-ს არალეგალურ სასაკლაოზე დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 100 კილოგრამზე მეტი ფრინველის ხორცი. ინდმეწარმეები დაჯარიმდნენ და, შეუსაბამობების გამოსწორებამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
