ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა პოეზიის საღამო გამართა.
მან პატიმრებს საკუთარი შემოქმედება გააცნო და სხვადასხვა თემაზე შეკითხვებს უპასუხა. ღონისძიების სტუმრებს მსჯავრდებულებმა პენიტენციურ დაწესებულებებში დაწერილი ლექსები წაუკითხეს და საკუთარი ხელით დამზადებული ნივთები გადასცეს.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა,ქუთაისის მერის მოადგილე,სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
