✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 586 ფაქტი გამოავლინეს.
331 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 105 - ბათუმში, 104 - ქუთაისში, 46 - რუსთავში.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარატამენტი ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი - გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილულ გამონაბოლქვს 2023 წლის სექტემბრიდან ამოწმებს.
დღეისათვის, გამონაბოლქვის კონტროლს დეპარტამენტის 15 ეკიპაჟი ახორციელებს. ეკიპაჟები აღჭურვილია შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით. პერიოდულად ხდება თანამშრომლების გადამზადება.
