ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია „ზამთრის ლიდერთა სკოლის“ მონაწილეთა შერჩევას იწყებს.
„ზამთრის ლიდერთა სკოლის“ მიზანია შექმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებას, მათი შესაძლებლობებისა და ლიდერობის პოტენციალიდან გამომდინარე.
„ზამთრის ლიდერთა სკოლაში“ 17-დან 29 წლამდე ახალგაზრდები 2 ნაკადად გაემგზავრებიან . თითოეული ნაკადის ხანგრძლივობა შეადგენს 5 ღამეს და 6 დღეს. „ზამთრის ლიდერთა სკოლა“ გაიმართება საქართველოს ზამთრის კურორტზე. განაცხადები სკოლაში მონაწილეობისთვის მიიღება 2026 წლის 3 თებერვლიდან 15 თებერვლის 18 სთ-მდე.
ვრცლად ბმულზე :
https://kutaisi.gov.ge/open_konkursebi/105
