ფეისბუქ გვერდი ,,მაღაროელი ,, რუსთავის აზოტის ქარხნის ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომლის განცხადებას ავრცელებს. კომპანია ,,ინდორამა რუსთავის აზოტი"-ს თანამშრომლები მე-4 დღეა გაფიცულები არიან. ისინი ხელფასების გაზრდას და ადეკვატურ ანაზღაურებას ითხოვენ.
,,ჩვენი პროტესტის დროს, არანაირ კანონდარღვევას არ ჰქონია ადგილი და საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებული უფლებით გავიფიცეთ., რაზეც ადმინისტრაციის მხრიდან მივიღეთ პასუხი, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და სასამართლოში გადაიტანდნენ დავას და ყველა გაფიცულ პირს თუ არა, კონკრეტული ადამიანებს მისცემდნენ პასუხიგებაში. რათქმაუნდა ხალხი ვაგრძელებთ ბრძოლას, რადგან გაფიცვა არის ჩვენი კანონიერი უფლება.
რუსთავის აზოტი როგორც მოგეხსენებათ არის ერთერთი უმსხვილესი მიმწოდებელი საავადმყოფოებითვის ჟანგბადის და უამრავ ადამიანს უნარჩუნებს სიცოცხლეს. ჩვენ, გაფიცული ადამიანები პირველი დღიდან ვამბობთ, რომ არ უნდა გაჩერდეს ჟანგბადის საამქროს მიშაობა, რადგან არ მოხდეს პაციენტების დაზარალება საავადმყოფოებში, რაც მათი სიცოცხლსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ყველა ადამიანი ვინც ამ საამქროში მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდნენ შრომას.
დღეს მოხდა უკიდურესად ბოროტული განცხადება ადმინისტრაციის მიერ. მათი თქმით, თუ არ მოხდება მთლიანი ქარხნის გაშვება, გააჩერებენ ჟანგბადის წარმოებას, რაც გამოიწვევს სავადმყოფოების ჟანგბადის გარეშე დარჩენას. ადმინისტრაციამ დაიწყო ადამიანის სიცოცხლით თამაში, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. მათ რამდენიმე საათის წინ გააჩერეს ჟანგბადის საამქრო, რაც გამოიწვევს სავადმყოფოებში ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაყენებას.
ეს არის მანიპულაცია და ულტიმატუმის დაყენება კანონიერად გაფიცული მუშების მიმართ. ადმინისტრაციის მხრიდან ხდება ადამიანების სიცოცხლით თამაში.,,-ბაჩანა კაპანაძე ,რუსთვის აზოტის გაფიცული დასაქმებული.
აღნიშნულ ინფორმაციას,,მაღაროელი,, ავრცელებს.
