გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გურიაში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.
სამართალდამრღვევებმა ოზურგეთის, სამტრედიის, ყაზბეგისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს დაახლოებით 400 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმის მასალები კი შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია.
