წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია, რის გამოც შეიქმნა გარკვეული პრობლემები.
გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში: მექვენა, ბენთქოულა, დღნორისა, გაიწმინდება ასევე, საჩხეური- ლეხიდრისთავის დამაკავშირებელი გზა. სამუშაოები გაგრძელდება და ყველა სოფელს მოიცავს.
გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა სოფელ ქვილიშორში, სადაც იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი.
გრძელდება დაზიანებული მაღალი ძაბვის ელ. გადამცემი ქსელის აღდგენის პროცესი.
