დიდთოვლობის მიუხედავად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და ფრენები შეუფერხებლადმიმდინარეობს.ინფორმაციას აეროპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
,,აეროპორტის შესაბამისი სამსახურები დროულად ახორციელებენ საჰაერო ხომალდების მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს, ხოლო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები ინტენსიურად იწმინდება.
დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება ჩვეულ რეჟიმში სრულდება. გამთენიისას არ შესრულდა მხოლოდ ათენის მიმართულებით დაგეგმილი რეისი და საპირისპირო მიმართულებით ფრენა .
უამინდობის გამო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებლის დროებით შეჩერების შედეგად, ბროწეულას რკინიგზის სადგურთან მყოფი 12 მგზავრის ტრანსპორტირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე აეროპორტის შესაბამისმა სამსახურებმა უზრუნველყვეს.
უამინდობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე 2 იანვრის დღის პირველი ნახევრის ჩათვლით შენარჩუნდება.,,-ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაცია.
