დღეს ოთხი ჭიათურელი მაღაროელის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება.
პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება.
დაცვისა და ბრალდების მხარეები წარმოადგენენ საბოლოო რეპლიკებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებსა და მოწმეების ჩვენებებთან დაკავშირებით საბოლოო რეპლიკებს წარადგენენ.
ჭიათურის პროტესტის ოთხი მონაწილე - მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე, თენგიზ გველესიანი და გიორგი ნეფარიძე 29 აპრილს დააკავეს.
დაკავებულებს „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთ-ერთ დირექტორზე თავდასხმას ედავებიან. პროკურატურა თენგიზ გველესიანისა და არჩილ ჭუმბურიძისთვის 4-დან 6 წლამდე, ხოლო მერაბ სარალიძისა და გიორგი ნეფარიძისთვის 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.
