ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air ახალ რეისებს იწყებს.
12 იანვრიდან, კვირაში 4 ჯერ ქუთაისიდან ფრენები კიდევ ერთ ევროპულ ქალაქში შესრულდება.სლოვაკეთის დედაქალაქის, ბრატისლავას, მიმართულებით ფრენის დღეები იქნება ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი და კვირა.
