სამშაბათს, 25 ნოემბერს, ჭიათურელი მაღაროელების 270-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბებიან. აქცია 14:00 საათზე.
,,ვმართავთ აქციას სწორედ იმ შენობის წინ, სადაც მიმდინარეობდა სამხრივი კომისიის შეხვედრები.
დღემდე არ გვაქვს პასუხი უმთავრეს კითხვაზე: რაზე შეთანხმდნენ და რას მოაწერეს ხელი, რის შედეგადაც ჭიათურის საწარმოებში დასაქმებული 3620 თანამშრომლიდან 2000 ადამიანი უმუშევარი დარჩა, ხოლო ამ 2000-დან 1050 დღესაც სამსახურში აღდგენის მოლოდინშია.
გვაინტერესებს: რას ითვალისწინებდა ის უკანონო რეორგანიზაცია, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით განხორციელა ჭიათურა მებწჯმენტ კომპანიმ?
რის ფასად უნდა აღმდგარიყო საწარმოო პროცესი — 2000 თანამშრომლის განთავისუფლების, რეპრესიების და მუშების დაკავებების ხარჯზე , რომელიც უკვე 7 თვეზე მეტია უსამართლო პატიმრობაში იმყოფებიან?
როგორც მოქალაქეებსა და მუშებს, გვაინტერესებს ვიცოდეთ სიმართლე.
მოვითხოვთ პასუხს ყველა იმ კომპეტენტური პირისგან, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა.,,-აღნიშნულ ინფორმაციას მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
