,,მარანი ხაჟალიას,, მორიგი აღიარება და წარმატება. ,,ცოლიკოური 2024,, „იმერული ღვინის კონკურსი 2025“-ის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

კონკურსი DMO იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. საუკეთესო იმერული ღვინოები, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით, ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა. კონკურსზე წარდგენილი იყო ორმოცამდე მეღვინეობის ასზე მეტი ნიმუში.
კონკურსი უკვე მესამე წელია ტარდება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ღვინის ტურიზმის განვითარებას საქართველოში.
,,მარანი ხაჟალია,, მცირე ტიპის საოჯახო მარანია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთიდან.აწარმოებს ქვევრის ღვინოს და საქართველოში გამართულ თითქმის ყველა გამოფენა-ბაზრობაში მონაწილეობს.მარანი სტუმრებს მასპინძლობს სოფელ გეგუთში,(ქუჩა 40, N 20,) სადაც სადეგუსტაციო სივრცე,კეთილმოწყობილი მარანი და გულღია მასპინძლები დაგხვდებათ.
