გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 699 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორები ქვეყნის ოთხ მსხვილ ქალაქში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებენ.
ოქტომბერში, თბილისში გამოვლენილია 488 სამართალდარღვევა, ბათუმში - 113, ქუთაისში - 55, რუსთავში კი - 43.
699 ფაქტიდან 610 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 89 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია, რომ 381 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 296 - მიკროავტობუსების, 20 სატვირთო ავტომობილების, 2 კი, ავტობუსების მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.
რაც შეეხება წლის სტატისტიკას, 2025 წლის 10 თვეში გამოვლენილია 4497 სამართალდარღვევა.
