ქუთაისელმა სამოქალაქო აქტივისტმა გოჩა უგულავამ შიმშილობა დაიწყო.
ის აფხაზეთიდან დევნილ,71 წლის აზა ჩილაჩავას სოლიდარობას უცხადებს
აზა ჩილაჩავა პოლიციამ თბილისში,2 ნოემბერს, ღამით , გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავა. ის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მან მშრალი შიმშილობა დაიწყო.
