თბილისში,საპროტესტო აქციაზე ვითარება დაძაბულია.
ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები, პოლიციამ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყო. დემონსტრანტების დასაშლელად იყენებსნ წყლის ჭავლს.
წყლის ჭავლის გაშვებამდე, პოლიცია იყენებდა წიწაკის სპრეისაც .
ადგილზე ასევე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა .
სიტუაცია ადგილზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა, პრეზიდენტის სასახლესთან არსებული ღობე გაარღვიეს და ადმინისტრაციის ჭიშკარი შეანგრიეს.
ფოტო-არჩილ გეგენავა