საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, გასული თვის მანძილზე, საქართველოდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.
სექტემბრის თვეში, კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: რუსეთის, ინდოეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, თურქეთის, ირანის, ნიგერიის, კამერუნის, სუდანის, ბანგლადეშის, იორდანიის, მიანმარის, ნეპალის, სირიის, აზერბაიჯანისა და ეთიოპიის ჯამში 107 მოქალაქე.
აღსანიშნავია, რომ დღეიდან ძალაში შედის ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც მიზნად ისახავს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მექანიზმებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მიგრაციული კონტროლის გაძლიერებას.