ხვალ, 30 სექტემბერს, 13:00 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში, მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, გეოლოგებთან და ექსპერტებთან ერთად, ხემაღალისა და ღვერკის მოსახლეობას შეხვდება.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება აღნიშნული სოფლების ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების შესწავლის მიზნით ჩატარებული კომპლექსური საინჟინრო - გეოლოგიური კვლევის შედეგები და სპეციალისტთა რეკომენდაციები. მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მიიღოს დეტალური ინფორმაცია და დასვას კითხვები.
შეხვედრის მიზანია სპეციალისტთა რეკომენდაციების გაცნობა და მოსახლეობასთან ერთად შემდგომი ნაბიჯების განხილვა.
სოფელ ხემაღალისა და სოფელ ღვერკის ტერიტორიაზე, მეწყერული პროცესების შესწავლის მიზნით, კომპლექსური საინჟინრო - გეოლოგიური კვლევა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, კომპანია „გეოლოჯიქსმა“ ჩაატარა.