მედიის მხარდასაჭერად ქუთაისში სინათლის მარში გაიმართება.მარშს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები უერთდებიან.
"წამოიღე ფარანი, მოდი მერიასთან და ერთად გავანათოთ ქუთაისის ქუჩები. სინათლე არ უნდა ჩაქრეს",- ამბობენ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები.
მარში ხვალ, 30 სექტემბერს, 20:00 საათზე, ქუთაისის მერიის წინ არის დაგეგმილი.
"სინათლე არ უნდა ჩაქრეს" 22 ონლაინმედიის ერთობის კამპანიაა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.