20-21 სექტემბერს ზესტაფონის მერიის ორგანიზებით, ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი "სულიკო 2025" და ტრადიციული სახალხო ზესტაფონქალაქობის დღესასწაული გაიმართება.
"ზესტაფონობა 2025" -ის ფარგლებში დაგეგმილია:
18 სექტემბერი-
17:00 სთ – ქართული ცეკვის ფესტივალი, მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით (ცხრაწყაროს თეატრონი).
19 სექტემბერი-
17:00 სთ – ნანა ცინცაძის საავტორო საღამო, „პოეზია მუსიკაში“ ( ცხრაწყაროს თეატრონი).
20 სექტემბერი-
10:00 სთ – ვიზიტი ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (ღონისძიება ქალაქის ისტორიულ წარსულის შესახებ);
11:00 სთ – ოფიციალური შეხვედრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან;
11:00 სთ – ჯემალ მახათაძის სახელობის IX მემორიალი ჭადრაკში (აღმაშენებლის ქუჩა, სამკერვალო ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორია);
12:00 სთ – ვიზიტი №7 საჯარო სკოლაში;
13:30 სთ – ვარინკა წერეთლის სახელობის სკვერში არსებული ბიუსტის ყვავილებით შემკობა. (ანსამბლ „ზესტაფონის“ მიერ შესრულდება სიმღერა „სულიკო“);
14:30 სთ – ლირიული სიმღერის ფესტივალ „სულიკო 2025“-ის ოფიციალური გახსნა, (სოფელი ცხრაწყარო, თეატრონი);
18:00 სთ – ვიზიტი ადგილობრივი მეწარმის მარანში „ზე-მარანი“.
პროგრამა მოიცავს:
ადგილობრივი ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაცია;
ტრადიციული კერძის – ხაჭაპურის დამზადების მასტერკლასი
21 სექტემბერი-
10:00 სთ – ვიზიტი „სიმონ საყვარელიძის“ სახელობის სპორტულ სკოლაში (საჩვენებელ ვარჯიშები);
11:00 სთ – მულტიფუნქციური ჰაბის გახსნა (ახალგაზრდული სივრცე).
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის შექმნის ისტორია, ჰაბის კონცეფცია და მისი სამომავლო განვითარების ხედვა. გახსნაზე მოწვეულნი იქნებიან ყველა სექტორის წარმომადგენლები და პარტნიორი ორგანიზაციები, რომელთა ერთობლივი ძალისხმევის შედეგადაც შესაძლებელი გახდა პროექტის განხორციელება.
11:00 სთ – ჯემალ მახათაძის სახელობის IX მემორიალი ტურნირი ჭადრაკში (დაჯილდოების ცერემონია);
11:00 სთ – ნარდის ჩემპიონატის გახსნა (კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარედ);
11:30 სთ – ზესტაფონის ახლადრეაბილიტირებული №2 და №4 საჯარო სკოლების მონახულება;
13:00 სთ – სახალხო ზეიმი „ზესტაფონობა“:
ანტიკვარული მანქანების გამოფენა;
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკის გამოფენა;
„იმერული ოდა“ – ჩურჩხელისა და პურის ცხობის მასტერკლასი;
თიხის ოსტატის მასტერკლასი;
საბავშვო გასართობი სივრცეები;
თოჯინების თეატრი;
ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები;
მუნიციპალიტეტის მერიის კუთხე;
,,ღვინის კუთხე“;
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 18 ადმინისტრაციული ერთეულის ფაცხების პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული სამზარეულო,
რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა,
მხატვრული ნამუშევრების გამოფენა.
16:00 სთ – ძირითადი სცენის გახსნა -
ზესტაფონის სახელმწიფო ანსამბლ „ზესტაფონის“ მიერ შესრულდება ცეკვა „დაისი“
16:15 მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულების (ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელები) დაჯილდოების ცერემონია;
წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია;
"ზესტაფონის საპატიო მოქალაქეების" დაჯილდოების ცერემონია;
16:45 სთ – დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების მისასალმებელი სიტყვა;
17:00 სთ – საზეიმო კონცერტი ქართული ესტრადის მოწვეული მომღერლების მონაწილეობით;
19:30 სთ – სადღესასწაულო ფოიერვერკი.