გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 7 ფაქტი გამოავლინეს.
ხონის მუნიციპალიტეტში მოქალაქემ უნებართვოდ მოჭრა 3 ძირი რცხილის სახეობის ხე-მცენარე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კი, დალუქულია, უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი და წაბლის სახეობის ხე-მცენარეებისგან დამზადებული 13 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ქობულეთის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარეებისგან ჯამში 16 ერთეული მორი დაამზადეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში კი, გამოვლენილია წიფლის სახეობის ხე-მცენარეების უკანონო ჭრის ფაქტები. ამოღებულია ჯამში 11 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე.