ჭიათურელი მერაბ სარალიძე, რომელიც 29 აპრილის შემდეგ დაკავებულია,მიმართვას ავრცელებს.მიმართვის ადრესატი მაღაროელები არიან
„მე ვფიქრობ, რომ ვიმსახურებ თქვენს მხარდაჭერას. მე არ დავუკავებივარ არავის პირადი კეთილდღეობის მოთხოვნების გამო. ჩვენი ბრძოლის მიზანი იყო მაღაროელების და მთლიანად ქალაქის კეთილდღეობა და უკეთესი მომავალი. იმის გამო, რომ ჩვენი დაკავებით ეს პროტესტი ჩაეხშოთ და თქვენში შიში ჩაენერგათ, მოგვიწყვეს პროვოკაცია, რის გამოც უკვე მეხუთე თვეა ციხეში ვზივართ.
ჩვენი თავისუფლების გასაღები თქვენს ხელშია,
ამ ეტაპზე მატერიალურ მხარდაჭერაზე მეტად მორალური მხარდაჭერაა საჭირო და მნიშვნელოვანი.
მაქვს იმის იმედი ,რომ არ გაგვწირავთ უსამართლო პატიმრობისათვის , გვაქვს თქვენი კეთილ გონიერების იმედი.,,-მერაბ სარალიძე.
ჭიათურაში გაფიცვა 190 დღეა გრძელდება. ისინი ნორმალურ სამუშაო პირობებს, ანაზღაურებას და დაკავებული 4 მაღაროელის გათავისუფლებას ითხოვენ.
მერაბ სარალიძე აჩიკო ჭუმბურიძე გიორგი ნეფარიძს და თენგო გველესიანი 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს.
ლამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.