ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფელი საყდარი), ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სახიდე გადასასვლელი. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.