,,233 გრამი პური,207 გრამი წიწიბურა და თევზი,62 გრამი საწებელი და ნახევარი ლიტრი წყალი- ეს არის იმ მაღაროელის ულუფა,რომელიც 8 საათს ატარებს მაღაროში.,,-აცხადებს ტარიელ მიქაცაძე,რომელიც უწყვეტი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია.მისი თქმით,რაციონიდან ამოღებულია რძის პროდუქტები, რომელიც აუცილებელია მათთვის,ვინც მიწისქვეშ მუშაობს.აღნიშნულ ულუფას დამსაქმებელი კომპანია იმ თანამშრომლებს აძლევს,რომლებიც კომპანიის შეთავაზებას დათანხმდნენ და მაღაროში სამუშაოდ ჩავიდნენ.
მაღაროელები თანამოაზრეებს დღეს საპროტესტო კარვებთან შეკრებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით,ისინი კომპანიისგან ხელფასების გაცემას.კიდევ ერთხელ მოითხოვენ.
ჭიათურაში დღეს საპროტესტო აქციის 132-ე,ხოლო შიმშილობის 21-ე დღეა. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დაკავებული 4 თანამებრძოლის გათავისუფლებაა.დაკავებულთაგან ერთი ციხეში ამ დრომდე შიმშილობს.