ჭიათურაში დღეს პროტესტის 125-ე და შიმშილობის 14-ე დღეა.
,,შიმშილობა და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ პირში სული გვექნება.
პროტესტის მთავარი მიზეზი და ერთადერთი მოთხოვნაა ჩვენი უსამართლოდ დაკავებული ოთხი თანამებრძოლის გათავისუფლება.
დღეს უკიდურესი ფორმის პროტესტს კიდევ ორი მოშიმშილე შეუერთდა — ამჟამად შიმშილობს 7 ადამიანი, ხოლო სამ მათგანს პირი აქვს ამოკერილი-მირზა ლოლაძე , გოგა აბესაძე , შავლეგი გოგსაძე.
შიმშილობენ: ტარიელ მიქაცაძე , სიმონ მიქაცაძე, ჯანო ლაბაძე , მერაბი სარალიძე (ციხეში) .
ასე ხდება, როდესაც უსამართლობას ვერ სჯაბნი — იძულებული ხარ, საკუთარი ჯანმრთელობით გარისკო.
შეგახსენებთ, რომ მოშიმშილეები უარს აცხადებენ სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე და თავიანთი ჯანმრთელობის მონიტორინგზე.
თავისუფლება და სოლიდარობა ბიჭებს!,,-მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფის განაცხადება.