ჭიათურაში საპროტესტო აქციის 116-ე დღე და შიმშილობის მეხუთე დღეა.
12 ივნისს მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლომ მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგიზ გველესიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა .სწორედ .ანუ გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყო შიმშილობა ოთხმა მაღაროელმა.
,,შიმშილობა დაიწყო უვადოდ და პრინციპულად.ადგილზე, პროტესტის ნიშნად, ოთხი ადამიანი შიმშილობს. ერთმა მათგანმა უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. ასევე შიმშილობს მერაბ სარალიძეც ციხეში.
შიმშილობის მთავარი მიზეზი და ერთადერთი მოთხოვნაა: ბიჭების გათავისუფლება პატიმრობიდან. მანამდე არ შეწყდება არც შიმშილობა არც პროტესტი , პირიქით ბევრად მასიურ ფარგლებში გადავა.
ამავდროულად, არც დასაქმებულების მდგომარეობაა მისაღები:
არ არსებობს შრომითი კონტრაქტები, არ არის გარანტიები, არ არის დაცული ღირსეული პირობები.
ამასთან, კომპანიას სამთვიანი სახელფასო დავალიანება აქვს დასაფარი.-მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი.